მე ვარ გზა (წერილები ქრისტიანობაზე)

ახალი

ავტორი: ზურაბ კიკნაძე

მე ვარ გზა (წერილები ქრისტიანობაზე)

„ჩვენს დროში არავის აწუხებს, რომ არაფერი იცის ღვთის შესახებ, პირიქით, უდიდეს გამჭრიახობად ითვლება, ასეთი შემეცნების შეუძლებლობის აღიარება. ის, რაც ქრისტიანულ რელიგიაში განიხილება როგორც უმაღლესი, აბსოლუტური მცნება: „შეიცან ღმერთი შენი“, ამჟამად სისულელედ ითვლება. ქრისტემ თქვა: „იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი“, (მათე 5, 48) – ეს უმაღლესი მოთხოვნა ჩვენი ბრძნული ეპოქისათვის ცარიელი ბგერაა. მან ღვთისგან უსასრულო მოჩვენება შექმნა, რომელიც შორს არის ჩვენგან, ხოლო ადამიანური შემეცნება ასევე აქცია სასრულობის პატივმოყვარე მოჩვენებად ან სარკედ, რომელიც მხოლოდ აჩრდილებს, მოვლენებს ასახავს. ამიტომ, როგორ უნდა ვცეთ პატივი მცნებას და მისი აზრი გავიგოთ, რომელიც მოქცეულია სიტყვებში: „იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი“ – თუკი სრულქმნილისგან ვერაფერს ვიმეცნებთ, ჩვენი ცოდნა და ნება მხოლოდ მოვლენაზეა მოჩენილი, ხოლო ჭეშმარიტება ჩვენთვის აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს მიუწვდომელსა და იმქვეყნიურს. და შეკითხვას თუკი გავაგრძელებთ, საერთოდ ღირს კი შემეცნებისკენ სწრაფვა, თუკი ღმერთი შეუცნობელია?“ (ჰეგელი) ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა მოცემულია ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლის, მწერლის, მთარგმნელის, ბიბლიური ტექსტების უბადლო მცოდნესა და ინტერპრეტატორის ზურაბ კიკნაძის წინამდებარე წერილების კრებულში ქრისტიანობის შესახებ.

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!